CNN მოყვა იმ როლის შესრულებაში, რასაც ჰქვია გლობალური შეტევა საქართველოს ხელისუფლების მიმართ - მაჭარაშვილი

23.01.23 13:17
CNN  მოყვა იმ როლის შესრულებაში, რასაც ჰქვია გლობალური შეტევა საქართველოს ხელისუფლების მიმართ - მაჭარაშვილი

ივანიშვილსგან ფორმალურად წასული დეპუტატები მმართველი გუნდის რიტორიკას იმეორებენ. გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მედიასაშუალება, CNN, მცდარ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს შესახებ.

ხალხის ძალის ლიდერი CNN-ის განცხადებებს გლობალური ომის პარტიის გეგმის ნაწილად მიიჩნევს.

აბსოლუტურად უარგუმენტოდ გვაბრალებენ სანქციებისგან თავის არიდებით რუსეთში რაიმე პროდუქციის შეტანას. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან რუსეთის ფედერაციაში შედის ასეულობით მილიონი, ბუნებრივია, შესაბამისი პროდუქციის მიწოდების ხარჯზე.

ამას ვუკავშირებთ ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ დიდი გეგმის ნაწილს, რაც არსებობს საქართველოს წინააღმდეგ გლობალური ომის პარტიის მხრიდან.

სამწუხაროდ, CNN და მისი ზოგიერთი ჟურნალისტი მოყვა აი ამ როლის შესრულებაში, რასაც ჰქვია გლობალური შეტევა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლების მორიგი იერიში წამყვანი მედიასაშუალების წინააღმდეგ - ,,ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ,  დღეს განაცხადა, რომ CNN -ის მხრიდან საქართველოს შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო რეაგირებაა საჭირო. 

 

მსგავსი სიახლეები