არ მგონია, უგემური საკვები მოგვქონდეს, ეს ადამიანი საჭმელს ვერ იღებს - ალასანია ნადირაძეს პასუხობს

23.01.23 13:26
არ მგონია, უგემური საკვები მოგვქონდეს, ეს ადამიანი საჭმელს ვერ იღებს -  ალასანია ნადირაძეს პასუხობს

მიხეილ სააკაშვილი საკვებს მძიმე დიაგნოზების გამო ვერ იღებს, - ასე უპასუხა მესამე პრეზიდენტის დედამ კლინიკა "ვივა-მედის" დირექტორის ხმაურიან განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ოჯახს პაციენტისთვის უგემური საკვები მიაქვს.

ამასთან, გიული ალასანია ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა წარმოადგენს და სასამართლო პროცესების გაწელვაც სწორედ ამას ემსახურება. 

მე არ ვიცი, რა მაღაზიას გულისხმობს, მაგრამ მე არ მგონია ჩვენ უგემური და უხარისხო მოგვქონდეს. ჩემი ინტერესია, რომ ჩემი შვილი არ იყოს ასეთ მდგომარეობაში. რომ ჩამოთვლიან, ხორცი უნდა იყოს, ეს უნდა იყოს... ეს ადამიანი ვერ იღებს, რამდენჯერაც მოსინჯა, უკაცრავად და ამოიღო უკან. ვერ იღებს ორგანიზმი საკვებს. ეს არის ჩვენი პრობლემა ძირითადი, იმიტომ ხდება ადამიანი. სხვადასხვა საშუალება არსებობს, როგორც ჩანს, ადამიანის მკვლელობის და ერთ-ერთია ეს, პროცესის გაწელვა, იმიტომ, რომ ჩემთვის, უკვე რამდენიმე ექსპერტის დაკითხვის შემდეგ სურათი იყო ნათელი. ის, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის ნათელია, რატომ არ გახდა ნათელი პენიტენციური სისტემისთვის, ძალიან გაკვირვეული ვარ!, - თქვა ალასანიამ.

მსგავსი სიახლეები