ირაკლი კობახიძემ ოროსნის ტყუილი დაწერა - გიორგი ვაშაძე

23.01.23 13:33
ირაკლი კობახიძემ ოროსნის ტყუილი დაწერა - გიორგი ვაშაძე

ირაკლი კობახიძე გამოდგა და ოროსნის ტყუილი დაწერა - ,,სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე მმართველი პარტიის ლიდერის, ირაკლი კობახიძის,  განცხადებას ეხმიანება.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე იტყუება და საუბარია არა საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე, არამედ ტრანზიტზე.

,,სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე ამბობს, რომ კობახიძე ვერ შეძლებს, ქართველი ხალხი ხელისუფლების მორიგ ტყუილში დაჯეროს.

ირაკლი კობახიძე გამოდგა და ოროსნის ტყუილი დაწერა. რა არის ოროსნის ტყუილი? გვესაუბრება ექსპორტზე რუსეთში. ვინ ელაპარაკება ექსპორტზე? ყველა საუბრობს ტრანზიტზე. ტრანზიტი არასდროს ყოფილა ექსპორტი.

ირაკლი, საბავშვო ბაღში კი არ ხარ, ამ ტყუილებს რომ იგონებ-ხოლმე. ჩვენ აქ ტვინიანი ხალხი ვართ. ქართველი ერი ჭკვიანი, განათლებული, გონიერი ხალხია.    ამ ტყუილებს ვერ გაასაღებ სიმართლედ. უფრო მეტი, როცა კობახიძე ასე იტყუება, ესე იგი, მართლა რაღაცაშია საქმე. 

პირიქით, როცა ექსპორტის ციფრები მოიტანა, წადით და ნახეთ, ცენტრალურ მაგისტრალზე ამ მანქანების უზარმაზარი რიგი რუსეთისკენ მიდის - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი კობახიძემ CNN-ს სტანდარტი დაუწუნა და განაცხადა, რომ მათი გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს.

მსგავსი სიახლეები