დავა მეორადი ავტომობილის გამო - ენმ-ში ახალფა დაპირიპისპირებამ იფეთქა

23.01.23 15:13
დავა მეორადი ავტომობილის გამო - ენმ-ში ახალფა დაპირიპისპირებამ იფეთქა

დავა მეორადი ავტომობილის გამო -  ლევან ხაბეიშვილის მხარდაჭერების ინფორმაციით, ნიკა მელიას დავით კეზერაშვილმა ორი წლის წინ ავტომობილი მისცა.  ლევან ბეჟაშვილის მტკიცებით,  მელიასთვის გაგზავნილი "ტოიოტას" ჯიპი ახლა პარტიის ავტოსადგომზე დგას. ის პარტიის თავმჯდომარის სახელზე გაფორმებული არაა.

ხაბეიშვილის თანამოაზრეებს აინტერესებთ, რატომ აიღო ნიკა მელიამ კეზერაშვილისგან საჩუქარი მაშინ, როდესაც ენმ-ს თავმჯდომარე ბიზნესმენს "ოლიგარქად" მოიხსენიებს. 

ადამიანს თან ოლიგარქს ეძახდე, თან ათას ტყუილში სდებდე ბრალს, თან მისი ძირადღირებული მანქანით გადაადგილდებოდე, ეს კითხვებს ბადებს და ცოტა უხერხული მგონია. ზოგადად, თუ ვინმე იყო ინიციატორი დავით კეზერაშვილთან ურთერთობის, ეს იყო თავად ნიკა მელია და თუ ვინმეს რამე სარგებელი და ბენეფიტი მიიღო ამ ურთიერთობით, ეს იყო ნიკა მელია და არა დავით კეზერაშვილი.  აჩუქა, ათხოვა თუ ა.შ., ამ დეტალებზე მე არ ვისაუბრებ, გახდა საჯარო განხილვის თემა. ალბათ ამასთან დაკავსირებით თავად ნიკა მელიამ უდა გააკეთოს განმარტებები და კომენტარები. 
ფაქტია, რომ მოდის ნიკა მელიასგან შტაბისგან და მხარდამჭერებისგან ტყუილების ძალიან დიდი ნიაღვარი და თუ ვინმეს ახარებს ეს, ახარებს ბიძინა ივანიშვილს და ახარებს „ქართულ ოცნებას“ და მე მოვუწოდებ მათ, ტყუილი ბრალდებებისგან თავი შეიკავონ, -ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

 

"ნაციონალუირ მოძრაობის"  პრესსპიკერის ბაჩო დოლიძე კი ამტკიცებს, რომ უკვე რამდენიმე თვეა დავით კეზერაშვილის წარმომადგენელს მანქანის წაყვანას სთხოვს, თუმცა უარს იღებს, ახლა კი ამ ავტომობილით სარგებლობა ლევან ხაბეიშვილის  მხარდამჭერებმა ნიკა მელიას წამოაძახეს.  

რაღაც კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. ცივილური ფორმით ეს საკიტხი დავალაგეთ იმ თვალსაზრისით, რომ ვთქვით, რომ ეს არავის საკუთრება არ არის, პარტიის საკუთრებაა. ამდენი ხნის განმავლობაში რაც ვიცნობ, ეს არის სი ადამიანი, რომელიც ასეთ მატერიალურ წვრილმანებზე არ ხურდავდება განსხვავებით სხვა ჩვენი მეგობრებისგან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიბინძურე დათო კეზერაშვილის მხრიდან ნამდვილად არ მოდის, იმიტომ, რომ არის რაღაც საკითხები, რომლის ქვევით ჩასვლა, უბრალოდ, არაფერში წერია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფგერს კადრულობენ, სამწუხაროდ. თუ გაიგო, რომ შეხვედრის დროს კეზერაშვილმა გადაიხადა იმ ბარში აღნიშნული საფასური, დარწმუნებული ვარ, რომ მაგასაც გვეტყვიან, ახლა დაბრუნეთ ეს თანხებიო, იმიტომ, რომ ისეთები მესმის, აღარაფერი გამიკვირდება, - ამბობს ბაჩო დოლიძე. 


 

მსგავსი სიახლეები