საკანონმდებლო ორგანოში ამერიკის ელჩისა და პარლამენტის თავმჯდომარის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი პარლამენტშია - კელი დეგნანი ერთ საათზე მეტია, შალვა პაპუაშვილს პირისპირ ხვდება.
უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აშშ-ის ელჩის მოულოდნელი გამოჩენა დროში ემთხვევა ივანიშვილის დეპუტატების ანტიდასავლურ განცხადებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სავარაუდოდ, ახლა ამერიკელ დიპლომატს უნდა აუხსნას, რას ემსახურება ,,ოცნების" პოლიტიკის საგარეო ხაზი და მუდმივი თავდასხმები ქვეყნის მთავარ სტარტეგიულ პარტნიორზე და აქედან ასევე, მმართველი პარტიის ბოლო კომენტარები სასამართლოს შესახებ.
კომენტარები სავარაუდოდ, შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება.