სააკაშვილის პროცესი ნივთმტკიცებულების გამოკვლევით გაიხსნა

23.01.23 15:25
სააკაშვილის პროცესი ნივთმტკიცებულების გამოკვლევით გაიხსნა

მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი ნივთმტკიცებულების გამოკვლევით გაიხსნა. მესამე დარბაზში გახსნეს  სან-ფრანცისკოს ლაბორატორიიდან გამოზავნილი ყუთი, სადაც სააკაშვილის თმის ღერის და ფრჩხილის ნიმუშებია.  მტკიცებულებებს პენიტენციური და დაცვის მხარე ერთად გაეცნენ.

ამერიკული ლაბორატორიიდან გამოგზავნილი დალუქულ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილის თმისა და ფრჩხილების ნიმუში. ანუ აქ რომ იყო საუბარი, რომ... მეორე მხარე გახსოვთ როგორ კითხვებს სვამდა? რომ იყო თუ არა დალუქული, იყო თუ არა გაგზავნილი, რა წესით ჩატარდა, როგორ? აგერ დალუქულ მდგომარეობაში, თანამედროვე მეთოდებით, ყოველგვარი ბეჭდების და რაღაცეების გარეშე, რაც ცივილიზებულ სამყაროში არის დადგენილი, ამ ფორმით ჩამოვიდა. პირდაპირ ჩამოვიდა მოსამართლის სახელზე. მოსამართლემ ნახა, დარწმუნდა ამ ყველაფრის ავთენტურობაში, - თქვა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ შევენებაზე. 

სხდომის განახლებისთანავე პროცესზე ნეიროქირურგი გელა მენთეშაშვილი გამოიკითხება. 

მსგავსი სიახლეები