,,ხალხის ძალა" და ისიც, ვინც გზავნილებს უწერს, ცნობიერების ღრმა კრიზისშია - ანა ნაცვლიშვილი
,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი, ივანიშვილისგან ფორმალურად განდგომილი დეპუტატების დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც დასავლეთს სასამართლოს მიტაცების მცდელობა აქვს.
ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, მურუსიძე და ჩინჩალაძე ,,ისეთ ინტელექტუალურ საოცრებას" არ წარმოადგენენ, რომ აშშ-ს მათი იდეების გადაღება სურდეს.
,,ლელოს"ლიდერი ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ,,ხალხის ძალას" ცნობიერების კრიზისი აქთ.
ახსნან, რას ბოდავენ, რისთვის სჭირდება დასავლეთს ქართული სასამართლოს მიტაცება?! რაიმე ისეთი ინტელექტუალური საოცრებაა მურუსიძე-ჩინჩალაძე, რომელიც სურს დასავლეთს, თავისთან წაიღოს, გადაიღოს და თავის ქვეყანაში შეინახოს?
,,ხალხის ძალა" იმყოფება ცნობიერების ღრმა კრიზისში და ისიც, ვინც ამ გზავნილებს უწერს - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.