მიშა უბრალოდ ვერ გადაიტანს, თუ დაველოდეთ კიდევ 30 მოწმის დაკითხვას - გიორგი სააკაშვილი
მიშა უბრალოდ ვერ გადაიტანს, თუ დაველოდეთ კიდევ 30 მოწმის დაკითხვას - მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი, დაკითხვების დროის შემცირებას და ტემპის დაჩქარებას ითხოვს.
მიშა უბრალოდ ვერ გადაიტანს, თუ დაველოდეთ კიდევ 30 მოწმის დაკითხვას. ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით მოწმეების დაკითხვა.
არ არის საჭირო საათობით ერთსა და იმავე ადამიანთან საუბარი, აი, მაგალითად, დღეს ექთანი დაიკითხა.
შესაძლებელია, რომ თვითეული მოწმის დაკითხვა მიმდინარეობდეს თუნდაც ნახევარი საათი, 40 წუთი, რაც მოგვცემს საშუალებას, დღეში 5-6 მოწმე დაიკითხოს და დროზე იქნეს გადაწყვეტილება მიღებული. - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ნივთმტკიცებულებების გამოკვლევით გაიხსნა.
სასამართლოს წარედგინა სან ფრანცისკოს ლაბორატორიიდან გამოზავნილი ყუთი, სადაც სააკაშვილის თმის ღერისა და ფრჩხილის ნიმუშებია.
პროცესი მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა.