არ ვაპირებ, ვიყო ნეიტრალური, მხარს ნიკა მელიას ვუჭერ - სოფო ჯაფარიძე
არ ვაპირებ ვიყო ნეიტრალური, ჩემს გარშემო მყოფ უამრავ ადამიანთან ერთად ვუჭერ მხარს ნიკა მელიას - ამის შესახებ ,,მედგიდის" დამფუძნებელი და თბილისის საკრებულოს წევრი, სოფო ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.
სოფო ჯაფარიძე თვლის, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ღირსების არჩევნები ტარდება.
მე არ ვფიქრობ, რომ დღეს არჩევნების დრო იყო.....
როცა მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანა ,,ქართულმა ოცნებამ" და ვთვლი, რომ ყველას ყურადღება და რესურსი მხოლოდ მისი სიცოცხლის გადარჩენისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული, მაგრამ რადგანაც არჩევნები მაინც ტარდება, არ ვაპირებ, ვიყო ნეიტრალური.
დღეს არის ღირსების არჩევნები და დიახ, მე, ჩემს უამრავ გარშემომყოფ ადამიანთან ერთად ვუჭერ მხარს ნიკა მელიას! - წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ბოლო ინფორმაციით, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიის ოფიციალურ გვერდზე დაახლოებთ 40 ათასი პირი დარეგისტრირდა.
ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნები 25 იანვარს დაიწყება. ხმის მიცემის პროცესი 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.