სანქციების გვერდის ავლის 1,000 შესაძლო შემთხვევა აღვკვეთეთ - მინისტრი
ფინანსთა მინისტრის მტკიცებით, საქართველომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის 1,000-ზე მეტი შესაძლო შემთხვევა აღკვეთა.
ლაშა ხუციშვილის თქმით, ეს შემთხვევები მოიცავდა სხვადასხვა ტიპის ოპერაციებს, მათ შორის ტრანზიტს, იმპორტს, ექსპორტს თუ რეექსპორტს.
მთავრობის წევრი ამტკიცებს, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის არასდროს ყოფილა გამოყენებული.
"იმ ტიპის კონტროლი, როგორიც საქართველოშია ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაშიც შეიძლება ვერ ხორციელდებოდეს" - თქვა მან.
მთავრობამ დაამტკიცა სია, როგორც საქონლის, ასევე კონკრეტულ პირებთან მიმართებით. შემიძლია გაგიზაიაროთ სტატისტიკა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, დაახლოებით 1000 ოპერაციაზე მეტი არის საბაჟო ორგანოს მიერ შეჩერებული იმის გამო, რომ არსებობდა სანქციების დარღვევის რისკი. ეს საქონელი არაა არც სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების საქონელი, მსგავს ოპერაციას სჭირდება სახელმწიფო ნებართვა და ბუნებრივია, ასეთ ნებართვას არ გავცემთ. ძირითადად იყო საყოფაცხოვრებო საქონელი, რომელიც ასევე სანქციების სიაშია და ამ მიმართულებითაც მკაცრი კონტროლი ხორციელდება"- განაცხადა მინისტრმა.
ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოს ჰყავს ორი სერტიფიცირებული ექსპერტი, სანქციების აღსრულებაში.
არამხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც შესაძლებელია ასეთი ტიპის კონტროლი ვერ ხორციელდებოდეს ტვირთებთან მიმართებით, როგორც ხორციელდება საქართველოში. ამ მხრივ ვერავითარი კითხვა ვერ იქნება გაჩენილი, რომ საქართველოში სანქციების აღსრულება არ ხდება ჯეროვნად" - დასძინა მან.