ამერიკის ელჩმა პარლამენტის შენობა უკომენტაროდ დატოვა
ამერიკის ელჩმა პარლამენტის შენობა უკომენტაროდ დატოვა. კელი დეგნანისა და შალვა პაპუაშვილის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
მედიას ამ დრომდე არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, რას უკავშირდება დეგნანის მოულოდნელი სტუმრობა საკანონმდებლო ორგანოში.
აშშ-ის ელჩის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარესთან ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკიც მივიდა.