ივანიშვილმა უსამართლო მურუსიძე სამართლიანობის სიმბოლოდ აქცია - გიორგი მშვენიერაძე

23.01.23 17:21
ივანიშვილმა უსამართლო მურუსიძე სამართლიანობის სიმბოლოდ აქცია - გიორგი მშვენიერაძე

ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ბიძინა ივანიშვილისგან ფორმალურად განდგომილი დეპუტატების დღევანდელ განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც დასავლეთი ცდილობს, საქართველოსი სასამართლო სისტემა დაიქვემდებაროს. 

გიორგი მშვენიერაძის აზრით, ივანიშვილი ცდილობს, გაამართლოს მისი ტოტალური კონტროლი სასამართლოზე.

ყველაფერი, რასაც ბიძინა ივანიშვილი გველაპარაკება სხვების სახელით, არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა, გაამართლოს მის მიერ სასამართლოს ტოტალური კონტროლი, ეს კი იმით ახსანს, რომ მსგავსი მისწრაფებები სხვებს გააჩნიათ. 

მოსამართლის დანიშვნა- არდანიშვნის საკითხში უნდა ჩაერიოს არა კონკრეტული ადამიანები, არამედ ეს კონსტიტუციის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს და არა ისე, როგორც ამას საქართველოში ივანიშვილის მთავრობა აკეთებს. ტორი ივანისვილის დეპუტატების განცხადებას 

ივანიშვილის მთავრობამ მოსამართლეების ერთგვარი ფილტრაცია ჩაატარა და ყველა კრიტიკულად მოაზროვნე მოსამართლე გაძევებული იქნა სასამართლოდან, ხოლო უსამართლობის სიმბოლო, ბატონი მურუსიძე, აქცია სამართლიანობის მთავარ სიმბოლოდ - აცხადებს იურისტი, გიორგი მშვენიერაძე. 

მსგავსი სიახლეები