შედეგებზე დაყრდნობით შევაფასებთ საქართველოს პროგრესს - პაველ ჰერჩინსკი

23.01.23 18:08
შედეგებზე დაყრდნობით შევაფასებთ საქართველოს პროგრესს - პაველ ჰერჩინსკი

ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ევროკავშირის ელჩისა და პარლამენტის თავმჯდომარის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა დასრულდა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ  შალვა პაპუაშვილს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე ესაუბრა.

ისევ ვიმყოფები საქართველოს პარლამენტში, მქონდა შეხვედრა შალვა პაპუაშვილთან. წლის დასაწყისში ჩვენ ვისაუბრეთ 12 ვალდებულების შესრულების პროცესზე.

როგორც იცით, ზოგიერთი პრიორიტეტი შესრულდა, ზოგიერთზე მუშაობა ახლაც გრძელდება. საქართველოს პარლამენტი ელოდება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, მაგალითად ვენეციის კომისიის და „ოდირის“. მუშაობა გაგრძელდება.

შედეგებზე დაყრდნობით შევაფასებთ საქართველოს პროგრესს. ეს გამოქვეყნდება ევროკომიიის მიერ ოქტომბერში და შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იმსჯელებენ შედეგებზე, სამომავლო ნაბიჯებზე.

ასე რომ, წინ ძალიან საქმიანი წელი გვაქვს. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას საქართველოს და ქართველ პოლიტიკოსებს – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თავდაპირველად დღეს ამერიკის ელჩი შეხვდა, თუმცა, მან შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა.

 

მსგავსი სიახლეები