როცა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საქართველოს უყენებენ ბრალდებას, ჩვენ გვჭირდება პოზიციების დაცვა - კობახიძე

23.01.23 18:26
როცა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საქართველოს უყენებენ ბრალდებას, ჩვენ გვჭირდება პოზიციების დაცვა - კობახიძე

როცა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საქართველოს უყენებენ ასეთ ბრალდებას, ჩვენ გვჭირდება პოზიციების დაცვა - სტარასბურგში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წამოყენებულ ბრალდებებზე მორიგ კომენტარს აკეთებს და გავლენიან გამოცემას ტყუილის ტირაჟირებაში კვლავ ადანაშაულებს.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული, სანქცირებული საქონლის გატარება ხდება.

სამწუხაროდ, საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, ბეჭდურ მედიაში, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს გავლით ხდება სანქცირებული პროდუქციის შეტანა რუსეთის ფედერაციაში. 

ჩვენ არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი. მოგვიანებით კი ეს კითხვა გაჟღერდა CNN-ის ეთერში ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის მიერ, რაც ჩვენთვის მიუღებელია. 

როცა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საქართველოს უყენებენ ასეთ ბრალდებას, ჩვენ გვჭირდება პოზიციების დაცვა. 

გამოვაქვეყნე განცხადება, რომელიც სტატისტიკის დონეზე ადასტურებს უტყუარად, რომ საქართველოს გავლით არ ხდება სანქციების გვერდის ავლა - განაცხადა სტარასბურგში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ირაკლი კობახიძემ. 

მათი გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს - კობახიძე CNN-ს სტანდარტს ისევ უწუნებს. 

მსგავსი სიახლეები