მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად იტალიიდან ემიგრანტების წერილები მომაქვს - სოფო ჯაფარიძე

23.01.23 19:01
მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად იტალიიდან ემიგრანტების წერილები მომაქვს - სოფო ჯაფარიძე

,,მედგიდის" დამაარსებელი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი, სოფო ჯაფარიძე, აცხადებს, რომ იტალიიდან ქართველი ემიგრანტების წერილები მოაქვს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას სთხოვენ.

ვიმყოფები იტალიაში, რომში, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდები ემიგრანტებს და გზავნილები მომაქვს ისევ და ისევ პრეზიდენტთან.

ასობით ემიგრანტს შევხვდი, ძალიან დიდი მუხტი მოდის მათგან, წერილები მომაქვს მათგან, ამ კამპანიას აქტიურად ვაგრძელებთ.

მე ვთვლი, რომ დღეს პრიორიტეტულია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, ამ პარტიის სულისჩამდგმელის სიცოცხლის გადარჩენა. - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

სოფო ჯაფარიძე სათავეში უდგას აქციას, გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, რომლის ფარგლებშიც სალომე ზურაბიშვილს უამრავი ადამიანი მესამე პრეზიდენტის შეწყალების თხოვნით მიმართავს. 

მსგავსი სიახლეები