საქართველოს რეპუტაცია ეფეტურად უნდა დაიცვათ - ზურაბიშვილმა ,,ოცნებას" მორიგი ცეცხლი გაუხსნა
უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა, პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ - სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მორიგი ცეცხლი გაუხსნა და მოუწოდა, ქვეყნის რეპუტაცია უფრო ეფექტურად დაიცვან.
პრეზიდენტის ადმინსიტრაცია განცხადებას ავრცელებს.
უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა, პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!
ამჯერად, საქმე ეხება სანქციების გვერდის ავლის თემას - საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია ამ საკითხში, არამედ პირველია, ვინც საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლეს თანამდებობის პირებთან, ასევე, უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს;
მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას.
დღევანდელ მოცემულებაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული - აღნიშნულია განცხადებაში.
,,ქართულმა ოცნების" თავმჯდომარემ საერთაშორისო თანამეგობრობა და გავლენიანი გამოცემები ტყუილში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საქართველოს გავლით რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული ტვირთის შეტანა არ ხდება.