ვაიძულოთ ,,ოცნება", შეწყვიტოს რუსული ინტერესების გატარება - საქართველოში ახალი საპროტესტო მოძრაობა იქმნება

23.01.23 19:24
ვაიძულოთ ,,ოცნება", შეწყვიტოს რუსული ინტერესების გატარება - საქართველოში ახალი საპროტესტო მოძრაობა იქმნება

24 თებერვალი, რუსთაველის გამზირი -  უკრაინაში ომის დაწყების ერთი წლისთავზე საქართველოში ახალ ეროვნულ-განმათავისუფლებელ  მოძრაობას ჩაეყრება საფუძველი.

საპროტესტო მოძრაობაში ერთიანდება ყველა - პოლიტიკოსი, სამოქალაქო აქტივისტი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახე.

პროტესტი უკრაინის სოლიდარობის აქციით დაიწყება და  გაგრძელდება მოთხოვნით - ჩვენ გვინდა ევროპა და არ გვინდა რუსეთი!

რეალობა ის არის, რომ ქვეყანას ვკარგავთ და  პირდაპირ ვბარდებით რუსეთს - ამბობენ ახალი მოძრაობის წევრები.  

განსხვავებული პროფესიის, პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები ერთმა იდეამ გააერთიანა- აიძულონ ,,ოცნების" ხელისუფლება, შეწყვიტოს რუსული ინტერესების გატარება საქართველოში. 

ვრცლად იხილეთ რეპორტაჟი.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები