სააკაშვილი რეანიმაციაში არ გადაგვიყვანია - ნინო ნადირაძე

31.01.23 15:05
სააკაშვილი რეანიმაციაში არ გადაგვიყვანია - ნინო ნადირაძე

კლინიკა "ვივა მედის" დირექტორი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ. 

როგორც ნინო ნადირაძემ "პირველებთან" განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი პალატაშია. 

"ტვ პირველი" ზურაბ ჩხაიძესაც ესაუბრა, თუმცა "ვივა-მედის" კლუნიკურ დირექტორს არ დაუკონკრეტებია გადაჯყავთ თუ არა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში: 

"ეტყობა ჩალაძეს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს"- თქვა მედიკოსმა. 

მიხეილ სააკაშვილის ექთანი კი აღნიშნავს, რომ 15 წუთს წინ, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პალატაში იმყოფებოდა.  

ახლახან ჩამოვედი იქედან, 15 წუთის წინ, მეუფის მოტანილი სანთლები ავუტანე. მე არაფერი არ მაქვს დასამალი, არ ვიცი თორემ აუცილებლად გეტყოდით"- უთხრა ექთანმა "პირველების" კორესპოდენტს.

  

 

ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ.

ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაჰყავთ თავდაპირველად ენმ-ის წევრმა, გიორგი ჩალაძემ გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები