სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, პარლამენტიდანაც გავალთ, საკრებულოებიდანაც, ცენტრალურ ოფისს გადავუფორმებთ ივანიშვილს - ხაბეიშვილის შეთავაზება ოცნებას
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის შეთავაზება "ქართულ ოცნებას" - დავთმობთ პარლამენტისა და საკრებულოების მანდატებს, თუ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება.
განცხადება ლევან ხებეიშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში ამ ინსტიტუტის არგამოყენებაში აზრს ვერ ხედავს.
პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ვთავაზობ რუსულ "ოცნებას" - პარლამენტიდანაც გავალთ, საკრებულოებიდანაც და „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისსაც გადავუფორმებთ... მიშა სააკაშვილის თავისუფლებისთვის დავიწყებთ ნულიდან ყველაფერს... მათ ხომ უნდათ - თქვა ხებეიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.