ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდა - რაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის ლიდერებმა
ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთო ხედვას ძლიერი ევროპისთვის და გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელების საჭიროებას.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან ოლაფ შოლცთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მყარი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საუბრისას ხაზი გავუსვით მეტად ძლიერი ევროპისთვის ჩვენს საერთო ხედვას და გადამწყვეტი მოქმედებების განხორციელების საჭიროებას.
საქართველო ევროკავშირის სანდო მოკავშირეა!" - წერს პრემიერი "ტვიტერში".
მიუნხენში უსაფრთხოების რიგით 59-ზე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. გერმანიაში 40 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია ჩასული. ღონისძიეებაში მონაწილეობს 150 ექსპერტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
წლევანდელი კონფერენციის მთვარი თემა უკრიანის ომია. მსოფლიოს ლიდერეები შეთანხმდნენ, რომ ომში მყოფ ქვეყანას კიდევ უფრო მეტ სამხედრო დახმარებას მიაწვიდან. გემრნიაშიია ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელმაც ბოლო ინფორმაციით, შეხვედრა ოლააფ შოლცთან გამართა. მანამდე კი საქმიანი შეხვედრა ჰქონდა ჯოზეფ ბორელსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან.