ამერიკელი სენატორი თბილისშია - ჯინ შაჰინი შეხვედრებს ოპოზიციასთან გამართავს
ამერიკელი სენატორი თბილისშია. ჯინ შაჰინი რამდენიმე საათში შეხვედრებს ოპოზიციურ პარტიებთან გამართავს. ხელისუფლების ოპონენტები გავლენიან სენატორთან იმ გამოწვევებზე გაესაბრებიან, რომელიც ქვეყანას "ქართული ოცნების" პირობებში აქვს.
ამერიკელი სენატორის ჩამოსვლა დროში ემთხვევა დაანონსებულ კანონპროექტს აგენტების რეესტრის შექმნიის შესახებ.
ჩვენგან ხატია იქნება დეკანოიძე ამ შეხვედრაზე. ძალიან მნიშვნელოვან, ჩენი ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში ჩამოდის სენატორი შაჰინი და ჩვენ გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა მოვახსენოთ მას ჩვენი პოზიციები ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით. ის, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს რკინის ფარდის აღმოსავლეთით, რუსეთის მხარეს. საგარეო ვექტორის ძალიან რადიკალური და სამწუხარო ცვლილება არის სახეზე, რასაც ჩვენი ამერიკელი კოლეგები და პარტნიორები ხედავენ, გრძნობენ, შეიგრძნობენ და ჩამოდიან, სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც არის. განსახულველი საკითხი აუცილებლად იქნება სენატორ შაჰინთან სეხვედრის დროს ის კანონპროექტი, ის ინიციატივა, რომელიც ე.წ. "ხალხის ძალამ" შემოიტანა, რომ სინამდვილეშ, ის არის "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი, - ამბობს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი.
ჯერჯერობით უცნობია, გამოთქვამს თუ არა "ქართული ოცნება" გავლენიან სენატორთან შეხვედრის სურვილს.