"ის არის გამარჯვების სიმბოლო" - ,,ენმ"-ს მერობის კანდიდატი სავარაუდოდ, ნიკა მელია იქნება

10.05.21 13:17
"ის არის გამარჯვების სიმბოლო" - ,,ენმ"-ს მერობის კანდიდატი სავარაუდოდ, ნიკა  მელია იქნება

"ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივ არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატად სავარაუდოდ, ნიკა მელიას კანდიდატურას დააყენებს. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ის ერთადერთია, რომელიც "ოცნების" კანდიდატს დამაჯერებლად დაამარცხებს. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პარტიაში თავად ნიკა მელიას თანხმობას ელოდებიან. დათანხმდება თუ არა მერობის კანდიდატურას ,,ენმ"-ს თავმჯდომარე, მას შემდეგ გაირკვევა, რაც ნიკა მელია ციხეს დატოვებს და თანაპარტიელებთან კონსულტაციებს გამართავს. 

ვინმეს თუ შეუძლია თბილისის მოგება "ქართული ოცნებისთვის" ,ეს არის ნიკა მელია და გლდანში ეს მან ცხადად აჩვენა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ ნიკა მელია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას", - ამბობს ხაბეიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ნადირაძე, ამბობს, რომ ნიკა მელია გამაერთიანებელი კანდიდატი იქნება.  

 ის რომ ნიკა მელია არის გამარჯვების ფორმულა ეს ჩვენ უკვე ვნახეთ საპარალამენტო არჩევნებზე, დარმწუნებული ვარ რომ ნიკა მელიას გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი გაერთიანდება. ის ნამდვილად იქნება გამაერთიანებელი ლიდერი, რომელიც თუ დათანხმდა მერობის კანდიდატურას ნამდვილად მოიგებს ამ ბრძოლას - ამბობს ირაკლი  ნადირაძე.

მსგავსი სიახლეები