ციხეს რომ ჰქონდეს უკანა კარი, დიდი ალბათობით, ნიკა მელია იქიდან გაიპარებოდა - "ოცნების" დეპუტატი

10.05.21 16:22
ციხეს რომ ჰქონდეს უკანა კარი, დიდი ალბათობით, ნიკა მელია იქიდან გაიპარებოდა - "ოცნების" დეპუტატი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი, ამბობს, რომ ამნისტია მხოლოდ ნიკა მელიას არ ეხება და ეს აქტი 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებულ ყველა პირს შეეხება. 

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ამნისტიის კანონს ყველა შემთხვევაში მიიღებს: 

პოლიტიკური პროექტი, რომ ნიკა მელია გმირად გამოსულიყო საპატიმროდან, დასრულდა.  ციხეს რომ ჰქონდეს უკანა კარი, დიდი ალბათობით, იგი იქიდან გაიპარებოდა, ვინაიდან მისი პოლიტიკური მოღვაწეობა, რომ ნიკა მელია გმირად შერაცხულიყო, წყალში ჩავარდა,"- განაცხადა ამილახვარმა.

მსგავსი სიახლეები