სალომე სამადაშვილი "ლელოში" გაწევრიანებას არ გამორიცხავს

11.05.21 11:43
სალომე სამადაშვილი "ლელოში" გაწევრიანებას არ გამორიცხავს

სალომე სამადაშვილი შესაძლოა, „ლელოში“ გაწევრიანდეს. პარტიის ლდიერი ბადრი ჯაფარიძე ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრთან მოლაპარაკებები აქვს.  ამ ეტაპზე მსჯელობენ სალომე სამადაშვილი პარტიაში გაწევრიანდება, თუ მხოლოდ „ლელოს საპარლამენტო ფრაქციაში გაერთიანებით შემოიფარგლება. 

„პირველების“ შეკითხვას, აპირებს თუ არა  „ლელოში“ გაწევრიანებას, სამადაშვილი ამბობს, რმ ეს მომავის საკითხია. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ამბობს, რომ „ლელოში“ მისი თანამოაზრეები არიან. 

ვფიქრობ, რომ ეს არის მომავლის საკითხი, რომელზეც ჩვენ ჩამოვყალიბდებით როგორ სტრუქტურას ვალაგებთ თანამშრომლობის, მაგრამ კიდევ ერთხელ, მიმაჩნია, რომ ვინც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, ალბათ ყველა ეს პოლიტიკოს და პარტია არის თანამოაზრე, - ამბობს სამადაშვილი. 
 

მსგავსი სიახლეები