მელია პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდა - კონსულტაციები ენმ-ში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე პარტიის ოფისშია - ნიკა მელიას თქმით, პარლამენტში შესვლისა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ დღეიდან დაიწყება კონსულტაციები, როგორც გუნდის შიგნით, ისე კოლეგა ოპოზიციონერებთან.
მელიამ მედიას უთხრა, რომ ერთ კვირაში იქნება პასუხი:
დღეიდან დაიწყება კონსულტაციები, როგორც გუნდის შიგნით, ისე კოლეგა ოპოზიციონერებთან - ვეცდებით 1 კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელსაც ელოდება საზოგადოება... რამდენჯერაც არ უნდა დამისვათ კითხვა მოვაწერთ თუ არა დოკუმენტს ხელს, ეს კითხვა ჯერჯერობით არის სამართლიანად პასუხგაუცემელი და ასე ხელაღებით არასერიოზულია საუბარი იმ დოკუმენტზე, რომელიც ძალიან ნაკლოვანიც არის და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ყველას მხრიდან", - თქვა მელიამ.
რაც შეეხემა მერობის კანდიდატურას, ენმ-ს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა:
ეს არის ძალიან ბევრ რამეზე დამოკიდებული, მინდა გავიგო და დავრწმუნდე იმაში, რომ ეს კამპანია, რომელიც კარსმომდგარია, იქნება გამარჯვების კამპანია. მე შემიძლია გითხრათ რა შემთვევაში არ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში, იმ შემთხვევაში თუ ეს არ იქნება უბრალოდ კამპანია, რომელმაც შედეგი უნდა მოიტანოს. თუ ეს უნდა იყოს კამპანია კამპანიისთვის, შედეგს არ მოიტანს"- განმარტა ოპოზიციის ლიდერმა.
მისივე თქმით, გამარჯვება ჭიდრო კოორდინაციის გარეშე წარმოუდგენელია.