მივდივართ გახარიას გუნდში - თანამდებობები ფოთისა და მარტვილის მერის მოადგილეებმაც დატოვეს

11.05.21 17:36
მივდივართ გახარიას გუნდში - თანამდებობები  ფოთისა და მარტვილის მერის მოადგილეებმაც დატოვეს

ფოთისა და მარტვილის  მერის მოადგილეებმა,  პაატა ლაგვილავამ და  აკაკი ხუნწელიამ თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს. 

როგორც ვიცე-მერები აცხადებენ, ხელმძღვანელობამ შეხვედრისას  მათ პარტიისა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.

პაატა ლაგვილავა და აკაკი ხუნწელია ამბობენ, რომ გახარიას გუნდში გადადიან და საქმიანობას იქ გააგრძელებენ.

დღესვე თანამდებობები დატოვეს  გორისა და ხაშურის მერის მოადგილეებმაც. ისინიც ექსპრემიერის გუნდის წევრებად მოიაზრებიან.