ბატონი ელისაშვილი რატომ იწყევლება? - ის ალეკო აღარ არის ვინც მე მახსოვს - მელია

11.05.21 21:46
ბატონი ელისაშვილი რატომ იწყევლება? - ის ალეკო აღარ არის ვინც მე მახსოვს - მელია

"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ბოლო დროინდელ განცხადებებს ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" გამოეხმაურა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის შეფასებით, ალეკო ელისაშვილი ვადამდელი არჩევნების ჩატარებაში დაინტერესებული არ არის. 

მელიას თქმით, პარლამენტში შესული ელისაშვილი "იწყევლება". 

შეიძლება გაბრაზდეს რომ მოისმენს, მაგრამ ბატონი ალეკო ელისაშვილი,  იწყევლება, იქეთ ხან იმას მიაწყევლის, ხან მე მომაწყევლის, არ არის ის ალეკო, რომელიც მე მახსოვს. მე მგონია, რომ მას არ უნდა, რომ ვადამდელი არჩევნები",- განაცხადა მელიამ. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თქმით "გირჩის" წევრები ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია "მაღალი ალბათობით და ბატონიფიქრობენ, რომ დღეს ისინი ვადამდელი არჩევნებისთვის მზად არ არიან".