ყურადღებას მითმობს და თან ნერვული ღიმილი აქვს, ესე იგი სწორ გზაზე ვდგევარ - მელია კობახიძეზე

11.05.21 22:03
ყურადღებას მითმობს და თან ნერვული ღიმილი აქვს, ესე იგი სწორ გზაზე ვდგევარ - მელია კობახიძეზე

ამხელა ყურადღებას რომ მითმობს კობახიძე და თან ნერვული ღიმილი აქვს, ესე იგი სწორ გზაზე ვდგევარ - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას. 

ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" სტუმრობისას ენმ-ის თავმჯდომარემ თქვა, რომ "რასაც კობახიძე და მისი გუნდი საუბრობს ლაკმუსის ქაღალდია". 

"თუ მართლა უინტერესო ვარ მეგობრებთან ერთად, დამანებე თავი და ისაუბრე სხვა რაღაცაზე"- აღნიშნა მელიამ. 
 

მსგავსი სიახლეები