ზუგდიდში საკადრო წმენდა გრძელდება - გუბერნატორმა კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლა

12.05.21 12:16
ზუგდიდში საკადრო წმენდა გრძელდება - გუბერნატორმა კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლა

სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ დაგარგულია, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

როგორც დაგარგულია აცხადებს,  მისი სამსახურიდან გაშვება შესაძლოა, უკავშირდებოდეს ალექსანდრე მოწერელიას გუბერნატორობის დროს მის დაწინაურებას.


გუშინ სახელმწიფო რწმუნებულის  განკარგულების საფუძველზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა გვასალიაც, გაათავისუფლეს.

როგორც გვასალიამ განაცხადა,  ის  მალხაზ თორიამ დაიბარა და უთხრა, რომ  პარტიიდან აქვს დავალება მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები