თუ ოპოზიცია არ მიიღებს დებატებში მონაწილეობას, კანოპროექტი გავა იმ სახით, როგორიც არის - სერგეენკო

13.05.21 13:12
თუ ოპოზიცია არ მიიღებს დებატებში მონაწილეობას, კანოპროექტი გავა იმ სახით, როგორიც არის - სერგეენკო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით სერგეენკო, ამბობს, რომ ამნისტიის კანონროექტის განხილვაში ოპოზიცია სრულად უნდა ჩაერთოს იმისთვის, რომ კანონის საბოლოო ვარიანტზე შეჯერება მოხდეს. სერგეენკოს თქმით, თუკი ოპოზიცია უარს იტყვის განხილვაში მონაწილეობაში, მაშინ "ოცნების" კანონპროექტის კანონად მიღება პირვანდელი სახით, ცვლილებების გარეშე, მოხდება. 

კანონპროექტი არ ნიშნავს, რომ კანონიც იგივე იქნება, ერთადერთი სწორი გზა არის, რომ საკომიტეტო და პლენარული მოსმენები და დებატები გაიაროს და საბოლოო სახით ამის მერე ჩამოყალიბდეს. ეს არის გარანტი, რომ კანონი იქნება ყველასათვსი მისაღები და შეთანხმების შესაბამისი. თუკი ოპოზიცია არ მიიღებს ამ დებატებში მონაწილეობას, კანონპროექტი გავა იმ სახით, როგორიც არის", - ამბობს სერგეენკო. 

პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის 2 ვარიანტი  დარეგისტრირდა, ერთი "ოცნებას" ეკუთვნის, მეორე კი ოპოზიციას. 

მსგავსი სიახლეები