მათ მიიღეს პოლიტიკური ატომური ბომბი - ნადირაძე მოსამართლეების დასანქცირებაზე

06.04.23 11:24
მათ მიიღეს პოლიტიკური ატომური ბომბი - ნადირაძე მოსამართლეების დასანქცირებაზე

ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე პოლიტიკურ ატომურ ბომბს უწოდებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების შესახებ.

ნადირაძე ამბობს, რომ "ოცნებისთვის" ეს ძალიან საგანგაშო სიგნალია.

„მათ მიიღეს პოლიტიკური ატომური ბომბი, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები დაიწყებენ საუბარს, თითქოს ჩალის ფასი აქვს ამ ყველაფერს, როგორც სჩვევიათ ხოლმე და ლანძღვას დაიწყებენ, როგორც სენატორების, კონგრესმენების, ევროპარლამენტარების მსგავსად უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ამის მიუხედავად, მათთვის ეს არის ძალიან საგანგაშო რამ იმიტომ, რომ დომინოს პრინციპით ჩამოენგრევბათ ყველა ის კლანი, რომელსაც წლების განმავლობაში ოლიგარქი ივანიშვილი აკოწიწებდა“ - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.