"ტვ პირველის" მაყურებელს არ ვცნობ - ელისო ბოლქვაძე
"ოცნების" დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ქართველი მოსამართლეების დასანქცირების შესახებ კითხვებს პირდაპირ ეთერში გაექცა.
ბოლქვაძემ თქვა, რომ "ტვ პირველის" მაყურებელს არ ცნობს.
„არ ვიძლევი არავითარ ინტერვიუს. არასოდეს არ მივცემ ინტერვიუს თქვენს ტელევიზიას. თქვენს მაყურებელს მე არ ვცნობ. ვამბობ, რომ TV Pirveli-ის ინფორმაციებს მე არ ვიზიარებ და თქვენს მაყურებელს არ ვცნობ, გასაგებია? იმიტომ, რომ ტყუილების ტელევიზია ბრძანდებით, ტყუილების, ძალიან ბევრი ტყუილები, დეზინფორმაციას აძლევთ ადამიანებს და ეს არის ძალიან ცუდი. მე ხომ გითხარით არ გცემთ პასუხს ეხლა რა ენაზე გითხრათ ფრანგულად, ინგლისურად, რუსულად თუ ქართულად. არ ვცნობ კიდევ ერთხელ გეუბნებით" - ამბობს ელისო ბოლქვაძე.
დუმილია არჩია ასევე პარლამენტის თავმჯდომარემაც. შალვა პაპუაშვილი "ტვ პირველის" კითხვებს გაექცა.
აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.
უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.