სანქცირებული მოსამართლეები გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან - ბერდია სიჭინავა

06.04.23 12:47
სანქცირებული მოსამართლეები გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან - ბერდია სიჭინავა

გახარიას გუნდი ხელისუფლებას მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები და თანამდებობიდან გადაყენებულ იქნას დასანქცირებული მოსამართლეები.

ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლემ საქართველოში უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი.

„სიმბოლურია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლემ საქართველოში უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი. ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებთ საწყის ეტაპზე გადადგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, კერძოდ: შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეები გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან, საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ჩვენს მიერ დაინიცირებული ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ საქართელოს ორგანულ კანონში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების ე.წ. ორმაგი ორი მესამედის პრინციპის დანერგვასთან დაკავშირებით. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დამაზიანებელი რიტორიკის ნაცვლად კონცენტრირედეს ჩამოთვლილ საკითხებზე და მოახდინოს მათზე მყისიერი რეაგირება“ - ბერდია სიჭინავა.

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.