ვერ დადგები ირაკლი ცალ ფეხზე, შენ უკვე დგახარ მუხლებზე რუსეთთან - მანჯგალაძე კობახიძეს
"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მოსამართლეების სანქცირებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არის ბოლო გაფრთხილება "ოცნებისთვის".
მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს პასუხობს და "ოცნების" თავმჯდომარეს ეუბნება, რომ ცალ ფეხზე ვერ დადგება, რადგან უკვე მუხლებზე დგას რუსეთთან.
"ეს არის გაფრთხილება, ბოლო დიდი სიგნალია ქართული ოცნებისთვის, რომ ამერიკა ვერ შეეგუება იმას, რომ ქვეყანაში იყოს ანტიდემოკრატიული რეჟიმი და არაფორმალური მმართველობა და აქვე მინდა ირაკლი კობახიძეს და ქართული ოცნების პროპაგანდისტებს ვუპასუხო - დაიხვიეს გიორგი ბურჯანაძის გამოსვლა, რომ ჩვენ ცალ ფეხზე არ დავდგებით, ვითომ ვინმემ მოსთხოვა ცალ ფეხზე დადგომა. ვერ დადგები ირაკლი ცალ ფეხზე, იმიტომ, რომ შენ უკვე მუხლებზე დგახარ რუსეთთან და რომც მოინდომო ვერ დადგები ცალ ფეხზე" - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.
უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.