"ამერიკა კარგია, არ ვიმსახურებ სანქციებს"- ექსკლუზიური ინტერვიუ გვარამიას საქმის მოსამართლესთან
"არ ვიმსახურებ სანქციებს"- ამის შესახებ "ტვ პირველთან" გახმაურებული საქმეების მოსამართლემ, მერაბ ჯორბენაძემ ისაუბრა, რითაც აშშ-ის მიერ მისი კოლეგებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა.
ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ირწმენება, რომ მას მოსწონს ამერიკა, ევროპა და ის ადამიანები ვინც "მთავარი არხის" დამფუძნებლის ციხეში გაშვების გამო საყვედურობენ, საქმეს საერთოდ არ იცნობენ და ის გადაწყვეტილება არ აქვთ წაკითხული, რომელიც მან დაწერა.
რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინ გავრცლებულ განცხადებას, ჯორბენაძე აქაც ამტკიცებს, რომ დოკუმენტს არ გაცნობია. მოსამართლე ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ სასამართლოს ე.წ. ჩატის წევრია.
არ ვიცი, არ ვიცნობ (სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას), ჩემს ტელეფონში ჩათს კი არა სოციალურ ქსელებს ვერ ნახავთ. რომელ ჩათზე მესაუბრებით, რა ჩათზე მესაუბრებით?"- თქვა მერაბ ჯორბენაძემ.
კითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ შესაძლოა, სანქცირებულთა სიაში თავადაც აღმოჩნდეს, ჯორბენაძე ამბობს, რომ რახან გახმაურებული საქმის მოსამართლე იყო, ეს არ ნიშნავს, რომ სანქცია უნდა დაედოს.
"შენიშვნები ყველა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაა, რამდენად ობიექტურია ესაა საქმე"- უთხრა მოსამართლემ "ტვ პირველის" ჟურნალისტს, რომელმაც ჯორბენაძეს შეახსენა, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე ბევრი შენიშვნა ისმოდა.
ამერიკა, ევროკავშირი და ევროპა ძალიან ბევრს ნიშნავს, რა თქმა უნდა არასასიამოვნო იქნება, (თუ დამიწესებენ სანქციას) მაგრამ რა ვიცი აბა, ადამიანი თუ იმსახურებს უნდა დასანქცირდეს, ხანდახან წარმოდგენა მექმნება რომ (ნიკა გვარამიას) განაჩენი არ წაუკითხიათ"- აღნიშნა მან.
"პირველები" დაინტერესდა, უფიქრია თუ არა გადაწყვეტილების შემდეგ მაინც, რომ შეეძლო, ნიკა გვარმიასთვის ნაკლებად მძიმე, არასაპატიმრო სასჯელი გამორტანა, რაზეც გახმაურებული საქმეების მოსამართლემ თქვა: "სურვილია ერთია, კანონის აღსრულება მეორე".
ნამდვილად მინდა, რომ ვიყოთ თავისუფალ დემოკრატიულ ქვეყანაში და ვიყოთ დასავლეთისკენ და არა ვთქვათ სხვა რაღაც"- ამბობს მერაბ ჯორბენაძე.