ეს არის გზავნილი, რომ მართლმსაჯულება იქცა ყველაზე დიდ საფრთხედ ქართული დემოკრატიისთვის - ყოფილი მოსამართლე

06.04.23 13:42
ეს არის გზავნილი, რომ მართლმსაჯულება იქცა ყველაზე დიდ საფრთხედ ქართული დემოკრატიისთვის - ყოფილი მოსამართლე

ამერიკის სახლემწიფო დეპარტამენტიის გადაწყვეტილება დღეს ქვეყანაში განხილვის მთავარ ამბად იქცა.
კლანის გავლენიანი წევრების დასანქცირების შემდეგ ყველა ფიქრობს, რომ მოქმედმა მოსამართლეეებმა შტატებიდან სიგნალი მიიღეს, რომ დაკვეთებისს შესრულება და კორუფციაში გახვევა არავის შერჩება.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე ეს არის გზავნილი, რომ ქართული მართლმსაჯულება იქცა ყველაზე დიდ საფრთხედ ქართული დემოკრატიისთვის.

„მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არის ძალიან ძლიერი გზავნილი და არის მტკიცებულება იმისა, რაც ადამიანების უმრავლესობამ ამ ქვეყანაში ისედაც ვიცით, რომ ქართული მართლმსაჯულება იქცა ყველაზე დიდ საფრთხედ ქართული დემოკრატიისთვის. მოსამართლეები, რომლებიც თავის დროზეც ხელისუფლების ერთგულებისთვის განმწესდნენ თანამდებობებზე, ისინი ყველა დროის ხელისუფლების მორჩილებას, ერთგულებას და მსახურებას განაგრძობენ და შედეგად მართლმსაჯულება ძალადობს დღეს თავისუფლებაზე და ის ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას. პრობლემა ძალიან დიდია. ის აქ არის ხელისუფლებაშია და პოლიტიკური ნების არარსებობაშია, ჰყავდეს მისგან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ხელისუფლება, რომლის მეშვეობითაც ის შეძლებს ქვეყნის განვითარებას დემოკრატიული ღირებულებების ერთგულების“ -  ამბობს ქეთევან ერემაძე.

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.