მოსამართლეების დასანქცირებიდან 18 საათი გავიდა - პრემიერი დუმს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებიდან 18 საათის თავზე საქართველოს პრემიერ მინისტრს განმარტება არ გაუკეთებია. ირაკლი ღარიბაშვილი არც მედიასთან გამოჩენილა და არც ოფიციალური განცხადება გაუვრცელებია.
აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.
უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.