დავალების შემსრულებლები და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეებიც დასანქცირდებიან - ახვლედიანი

06.04.23 13:56
დავალების შემსრულებლები და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეებიც დასანქცირდებიან - ახვლედიანი

სასამართლო სისტემის მიმართ სიგნალს უწოდებს საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მამუკა ახვლედიანი აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას.

ახვლედიანი ამბობს, რომ ეს არის პირველი გაფრთხილება სისტემისთის და ქვეყნისთვის და დარწმუნებულია, რომ კონკრტული დავალების შემსრულებლები და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეებიც დასანქცირდებიან.

„ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ევროინტეგრაციის კუთხით ასეთ მნიშვნელოვანი საკითხები და ძირითადი ნაწილი სასამართლოს ეხება. ეს არ ეხება კონკრეტულად ოთხ მოსამართლეს ეს არის სასამართლო სისტემის მიმართ სიგნალი, იმ ოთხი ძირითადი პირის მიმართ, რომლებიც ახორციელებდნენ სასამართლო სისტემის დეგრადირებას. რა თქმა უნდა, უნდა ველოდოთ და სხვა ქვეყნებიც უნდა ჩაერთოს პირველ რიგში, ევროკავშირის მიმართულებით და კონკრეტული მოსამართლეები, კონკრტული დავალების შემსრულებლები და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეებიც დარწმუნებული ვარ დასანქცირდებიან. ეს არის პირველი გაფრთხილება სისტემისთის და ქვეყნისთვის. 30 წლიწადია ეს ქვეყანა წინ ვერ წავიდა, სასამართლო სისტემაში ნორმალური პირობების შექმნის და ნორმალური ადამიანების მოყვანის გამო და 15-20 წლიწადია აქედან ეს ადამიანები მართავენ, კონკრტეულად ეს სახელი და გვარები მართავენ სისტემას და სწორედ ეს ატორმუზებს ამ რეფორმებს სასამართლო სისტემაში“ - ამბობს მამუკა ახვლედიანი.

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.