მოსამართლეების სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია საგამოძიებო კომისის შექმნას ითხოვს და პრეზიდენტს მიმართავს

06.04.23 14:00
მოსამართლეების სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია საგამოძიებო კომისის შექმნას ითხოვს და პრეზიდენტს მიმართავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. მიზანი იმ კორუფციული ფაქტების შესწავლა იქნება.

ოპოზიცია პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს:

"აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს სახელმწიფოს მომავლის მხარდასაჭერად უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია ვითხოვთ რეაგირებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ მიგვაჩნია, დღეს თითოეული ადამიანი საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე, ვალდებულია, პასუხისმგებლობა გამოხატოს და სწორედ ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში იმოქმედოს. ამიტომ, ჩვენ გვსურს, უახლოეს მომავალში პარლამენტში კენჭისყრაზე დადგეს ინიცირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი და შევქმნათ საგამოძიებო კომისია. 10 აპრილს საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მივმართავთ. რადგან, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დღე, რომელიც სანქცირების თემებთან დაკავშირებით რეაგირებას დააყოვნებს, შესაძლოა, საქართველოსთვის ძალიან დიდი ზიანის მომტანი იყოს". - თქვა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ.