იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა იწყება - მოსამართლეები სანქცირების კითხვას გაურბიან

06.04.23 15:11
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა იწყება - მოსამართლეები სანქცირების კითხვას გაურბიან

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიდი  შეკრება იწყება -  მოსამართლეთა დასანქცირების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საბჭოს წევრები სხდომაზე მიდიან, თუმცა არცერთი წევრი მედიასთან არ ჩერდება და კომენტარს არ აკეთებს. 

ადგილზე არ გამოჩენილა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე, ლევან მურუსიძე, რომელიც ერთ-ერთია იმ 4 მოსამართლიდან, რომელიც აშშ-მ გუშინ დაასანქცირა. 

არ არის გამორიცხული, მურუსიძემ, მედიასთან კომენტარი საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთოს.