შეიძლება, ჩვენ ვიყოთ საგამოძიებო კომისიის ინიციატორები - ოხანაშვილი

06.04.23 15:12
შეიძლება, ჩვენ ვიყოთ საგამოძიებო კომისიის ინიციატორები - ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ შეიძლება, საგამოძიებო კომისიის ინიციატორი "ოცნება" იყოს და სწორედ მმართველმა გუნდმა დასვას აღნიშნული საკითხი.

ოხანაშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან ითხოვს მტკიცებულებებს, თუ რაზე დაყრდნობით მიიღეს 4 მოსამართლის დასანქცირების გადაწყვეტილება.

შეიძლება ჩვენ დასვათ ეს საკითხი მათი რიგგარეშე სხდომების გარეშეც. ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და ამის მიხედვით გადაწყდება შემდგომი ნაბიჯები და შეიძლება ჩვენ ვიყოთ საგამოძიებო კომისიის ინიციატორები. თუ იქამდე მივედით, რომ ეს მექანიზმი იქნება ყველაზე ეფექტიანი საშუალება და არ არსებობს სხვა მექანიზმი, რომ ყველაფერი იყოს საჯარო, ამ ნაბიჯსაც დიდი ალბათობით [გადავდგამთ] ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, არაფერს გამოვრიცხავ.

უსამართლობა არის ძალიან მძიმე რამ, როდესაც რაღაც არ აქვს ჩადენილი და ამასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენო. ამიტომ რასთან გვაქვს საქმე ყველას გვაინტერესებს, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოხდა, ვინ არის წყარო, ეს ყველაფერი იყოს საჯარო და დაიწყოს მასთან დაკავშირებით მსჯელობა. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო პროცესები გველის წინ“, - ამბობს ოხანაშვილი.

სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს და პრეზიდენტს მომავალი კვირისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.