გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები, იმედია, წარმოდგენილი იქნება მტკიცებულებები - ნინო ქადაგიძე სანქციებზე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე აშშ-ს სახელმწიფოს დეპარტამენტის მდივნისგან მტკიცებულებებს ითხოვს.
ქადაგიძე ამბობს, რომ აშშ-ს მხრიდან უმძიმესი ბრალდებები გაჟღერდა.
ქადაგიძე კოლეგებს სიმშვიდიკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ საზოგადოებამ ნაადრევი დასკვნები არ უნდა გამოიტანოს.
„საკმაოდ მძიმე ნოტაზე ვხსნით დღევანდელ საბჭოს სხდომას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ აშშ-ს სახელმწიფოს დეპარტამენტის მდივნის მიერ, ჩემი კოლეგების მიერ გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები. მე მაქსიმალურად მინდა ვიყო მშვიდი და კორექტული. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები ან საკითხი გადაიხედება კიდევ ერთხელ დეპარტამენტის მხრიდან. ყოველშემთხვევაში, მე ამის სურვილი მაქვს და ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ, რამეთუ ის განცხადებები სასამართლოში იწყებს ძალიან დიდ დაძაბულობას და მე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე და საბჭოს თავჯდომარემ მინდა ჩემს კოლეგებს, მაქსიმალურად მოვუწოდო სიმშვიდისკენ. ასევე ვთხოვო საზოგადოებას, რომ ნუ გამოიტანენ ნაადრევ დასკვნებს, მე კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ძალიან დიდ იმეტს ვიტოვებ, რომ ძალიან ბევრი რამ გაირკვევა და იმ კითხვებზე, რომლებზეც პასუხი არ არის გაცემული გაეცემა პასუხები და მე ამ პასუხებს მივიღებ. ჩემი საზოგადოებაში ჩამოსვლა ჩემი განცხადება გაკეთდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე მომეცემა იმის შესაძლებლობა, რომ მთელ რიგ საკითხებში გავერკვიო. დანარჩენი კოლეგებს თუ რამე სურვილი აქვთ“ - თქვა ნინო ქადაგიძემ.
აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.
უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.