აშშ-ის საელჩოს მხრიდან მორალური ტერორი ხდება, უნდათ სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება - ლევან მურუსიძე დასანქცირებაზე
"კორუფციის ბრალდება თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა" - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე, ლევან მურუსიძე აშშ-ის მიერ მის დასანქცირებაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ამერიკის საელჩოს სასამართლო სისტემის გაკონტროლება სურს.
დარწმუნებული ვარ, აღნიშნული საკითხი არ გადაიხედება, რადგანაც საქმე არ არის კორუფციაში, კორუფცია ეს არის უბრალოდ შირმა, აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ხდება მიზნის მიღწევა. მოგახსენებთ რეალურად რა არის მიზანი, რის გამოც მოხდა მოსამართლეებზე კორუფციის ბრალდების დაბრალება, რომელზეც კიდევ ერთხელ ვამბობ არის თითიდან გამოწოვილი და ვერ წარმოადგენენ ვერანაირ მტკიცებულებებს.
ეს წლების განმავლობაში გრძელდება და რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რომელიც ხორციელდებოდა, მცდელობები იყო ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, შემდეგ პოლიტიკური პარტიები, შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ სასამართლო კლანზე, რომ ვერს მიაღწიეს, რომ ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, რომ საელჩოს სულ ჰქონდა მცდელობა, რომ მას გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა, მიიღეს ეს გადაწყვეტილება"- თქვა მან.