შეიძლება, სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ - მურუსიძე აშშ-ის საელჩოზე

06.04.23 15:42
შეიძლება, სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ - მურუსიძე აშშ-ის საელჩოზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე ლევან მურუსიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და მიანიშნებს, რომ აშშ-ს შესაძლოა მისი ლიკვიდაცია სურდეს. 

მურუსიძე ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატების საელჩო სასამართლოს ხელში ჩასაგდებად ყველაფერს აკეთებს: 

"ისინი ამაზე არ გაჩერდებიან და ხანდახან ვფიქრობ, რომ სიციცხლის მოსპობაზეც წავიდნენ. იმდენად დიდია მათი მიზანი, რომ სასამართლო ხელში ჩაიგდონ"- თქვა მურუსიძემ. 

დასანქცირებული მოსამართლე ამტკიცებს, რომ სახელმწიფო დეპარტაენტის განცხადების შემდეგ, მის მიმრთ სასამართლო სისტემაში მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა: 

იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემს მიმართ, ეს სანქციები ითვალისწინებდა, რომ სასამართლო სისტემაში წავიდოდა არაჯანსაღი პროცესები და მოხდებოდა არეულობა და დაქვემდებარება სასამართლო სისტემის აშშ-ის საელჩოსადმი, თუმცა მეეჭვება, რომ ახლა ეს მოხდეს"- დასძინა მურუსიძემ.