სანქციები მოსამართლეებს - დიმიტრი გვრიტიშვილი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

06.04.23 16:00
სანქციები მოსამართლეებს - დიმიტრი გვრიტიშვილი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს. 

გვრიტიშვილის მოთხოვნას იუსტიციის საბჭოს სხვა წევრებიც დაეთანხმნან.

მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია პირველ რიგში სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვაზე, ბატონ პრემიერმინისტრს, დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს შეხვედრა ჩვენთან, მოსამართლეებთან. ჩვენ მას დეტალურად წარვუდგენთ იმ ინფორმაციას, რომელიც გვაქვს, იმ კულუარულ ზეწოლებზე, რაზეც ლევან მურუსიძე საუბრობდა, რაზეც მე ვლაპარაკობ. სრულყოფილ ინფორმაციას მხოლოდ მას მივაწვდი. დაველოდები შემდგომ რა იქნება საქართველოს მთავრობის რეაგირება. იმის შემდგომ დავგეგმავთ ჩვენს ქმედებებსაც", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

მანამდე განცხაება გააკეთა დასანქცირებულმა ლევან მურუსიძემ. მისი მტკიცებით, "კორუფციის ბრალდება შირმაა, რეალური მიზანი კი აშშ-ის მხრიდან სასამართლოს ხელში ჩაგდებაა". 

ცნობისთვის, თავად ირაკლი ღარიბაშვილს 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.