გამოდის მისმენენ, გამოაქვეყნოს, რა ზარებს ვახორციელებ მე დღე იქნება თუ ღამე - მურუსიძე დეგნანს

06.04.23 16:00
გამოდის მისმენენ,  გამოაქვეყნოს, რა ზარებს ვახორციელებ მე დღე იქნება თუ ღამე - მურუსიძე დეგნანს

ლევან მურუსიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც კელი დეგნანი ამბობს, რომ "სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის ან ქრთამის, დაშინებისა თუ ზეწოლის საფუძველზე".

სანქცირებული მოსამართლის თქმით,  თუ ამერიკის ელჩს აქვს ინფორმაცია რა ზარებს ახორციელებს, გამოდის, რომ მის საუბრებს ისმენენ.

"ქალბატონმა ელჩმა ბრძანა ასეთი რამე, რომ მართლმსაჯულება არ არის ღამე განხორციელებული ზარებიო და ქრთამის მიცემაო, არ ვიცი რა უნდა ვთქვა, მოსამართლე გამოვიდა ფაქტობრივად, ადრე მეფისნაცვალი იყო ჩვენთან. თუ ქალბატონმა ელჩმა იცის, რომ ღამის ზარებს ახორციელებს ლევან მურუსიძე, მისმენენ ესე იგი ტელეფონზე, ამიტომ მე ვთხოვ ქალბატონ ელჩს, თუ ტელეფონზე მისმენენ და მას აქვს ინფორმაცია, რომ მე ღამის ზარებს ვახორციელებ, გამოაქვეყნოს, რა ზარებს ვახორციელებ მე დღე იქნება თუ ღამე", - თქვა მურუსიძემ.