მურუსიძე: ადამიანი შეიძლება არ იყოს ნამყოფი აშშ-ში და არც ევროკავშირში, მაგრამ იყოს წესიერი მოქალაქე

06.04.23 16:18
 მურუსიძე: ადამიანი შეიძლება არ იყოს ნამყოფი აშშ-ში და არც ევროკავშირში, მაგრამ იყოს წესიერი მოქალაქე

თუ არ შემიშვებენ ევროპაში, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ვივლი საქართველოს მასშტაბით - ასე უპასუხა ისუტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ ევროპიდან მოსალოდნელ სანქციებზე დასმულ შეკითხვას. 

აშშ-ის  მიერ სანქცირებული მოსამართლე ამბობს, რომ ადამიანი შეიძლება არ იყოს ნამყოფი აშშ-ში და არც ევროკავშირში, მაგრამ იყოს წესიერი მოქალაქე. 

და ამიტომ, ბაბუაჩემზე, რომ ვთქვი, არ იყო ევროპაში და ამერიკაში ნამყოფი მეთქი, ჩვენი არასამთავრობო სექტორი არასწორად იგებს, ვიგულისხმე, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ადამიანი შეიძლება არ იყოს ნამყოფი თავისი ცხოვრების განმავლობაში არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ევროკავშირში იყოს ნამყოფი, მაგრამ იყოს წესიერი და კარგი მოქალაქე.