"მთავრობამ პირველი რეაგირება უკვე გააკეთა"- გვრიტიშვილს დარჩიაშვილის წერილი მოსწონს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს ის განცხადება მოუწონა, რომელიც ილია დარჩიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს წერილი გაუგზავნა და მისგან მტკიცებულებების წარდგენა მოითხოვა:
„ძალიან გამიხარდა მაგალითად, რომ გავიგე ილია დარჩიაშვილის წერილი. ეს პირველი ნაბიჯია საქართველოს მთავრობისგან, რომლითაც მოსთხოვეს კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა იმიტომ, რომ იქ ხაზია გასმული, რომ როდესაც ან შენს პარტნიორ სახელმწიფოდ აღიარებულ ქვეყანაში მოქმედ მოსამართლეს ამ უმძიმესი ბრალდებით ასანქცირებ, ამისთვის გჭირდება მყარი ფაქტობრივი საფუძველი დადასტურებული მტკიცებულებით. ამიტომ, საქართველოს მთავრობ შეიძლება ითქვას, რომ პირველი რეაგირება უკვე გააკეთა ქმედითი და მოითხოვა განმარტების გაკეთება პარტნიორისაგან“ - აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.