ყველაფერზე წავედით, ჩვენმა პარტიამ ამისთვის თავი გაწირა - ნათელაშვილი მოსამართლეების დასანქცირებაზე
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ისტორიულს უწოდებს.
ნათელაშვილი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებაში "ლეიბორისტულ პარტიას" დიდი წვლილი აქვს, რადგან მან ბევრი გაიღო, ფაქტობრივად თავი დაისანქცირა, რომ ეს შედეგი დამდგარიყო.
აღსრულდა ის, რისთვისაც 10 წლის განმავლობაში "ლეიბორისტული პარტია" იბრძოდა. დაიწყო ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის სანქცირება და შესაბამისად, ჩამოშლა. რიგში დგას კორუმპირებული, პრორუსი ოლიგარქიული მთავარობის წვერები და ე.წ კრიმინალი საპარლამენტო უმრავლესობა.
დღეს ისტორიული დღეა და არ ვნანობთ, რომ ამ დღის მოსაახლოებლად პარტიამ ბევრი რამ გაიღო. ჩვენ ფაქტობივად თავი გავწირეთ, თავი დავისანქცირეთ, ყველაფერზე წავედით, რომ ქვეყანა ყოფილიყო გამარჯვებული და არა კონკრეტული პიროვნება.
მე მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციას, მოითხოვეთ ვადამდელი არჩევნები, სანამ დაგასწრებდეთ რეჟიმი ამის მოთხოვნას და ჩატარებას.
ეს არ არის მხოლოდ 4 მოსამართლის სანქცირება, ეს არის რეჟიმის სანქცირების დასაწისი
მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკას, რომ დადგნენ ქართველი ხალის და ქართული სახელმწიფოებრიობის მხარეს". - ამბობს შალვა ნათელაშვილი.