"რა პრობლემაა, უკვე ნამყოფი ვარ ამერიკაში"- სუს-ის ხელმძღვანელი

06.04.23 17:45
"რა პრობლემაა, უკვე ნამყოფი ვარ ამერიკაში"- სუს-ის ხელმძღვანელი

"რა პრობლემაა"- ასე პასუხობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი "ტვ პირველის" კითხვის ელოდება თუ არა სანქციებს. 

"არამგონია რომ მემუქრებოდეს, თქვენ მემუქრებით?! უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები არაჩვეულებრივი, კარგი დემოკრატიის ქვეყანაა. (ვისაც ნანახი არ აქვს) იმას გული დაწყდება... ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას რასაც ვემსახურებით, ეს არის ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა - არა ომის, არამედ მშვიდობის უზრუნველყოფა" - უთხრა "პირველების" კორესპოდენტს სუს-ის შეფმა.